ოთარ გრძელიშვილი
(ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი)

      2000 წელს, საქართველოში კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ოთარ გრძელიშვილს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენი მიანიჭა. თუმცა, ადამიანის აღზრდის ამ უნიკალური საშუალების მიმდევრმა და პოპულარიზატორმა, საქართველოს გოჯუ-რიუ გოჯუ-კაი კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ოთარ გრძელიშვილმა, ორდენის მიუხედავად საკუთარი საქმე ჩვეული ჟინიანობითა და სიყვარულით გააგრძელა.